geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება №4

 

 

1. ზაფხულის სემესტრის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებულ მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამების სტუდენტებს მიეცეთ უფლება დაირეგისტრირონ არაუმეტეს 10 კრედიტისა.

2. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სტუდენტის სასწავლო დატვირთვა შესაძლოა იყოს 65-ზე მეტი, თუმცა არაუმეტეს 75 კრედიტისა, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების 105/ნ მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის (კერძოდ  დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს) დაკმაყოფილების გათვალისწინებით. 

3.ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.